ხონის მუნიციპალიტეტის სოფლებში 500 ოჯახს ბუნებრივი აირის მოხმარების საშუალება მიეცა.

სოფლებში: დიდ გუბი, პატარა გუბი და შუა გუბი კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზმა” 25,5კმ სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენი ააშენა, რის შედეგადაც ადგილობრივებს ბუნებრივი აირი მიეწოდებათ.

ახლადაშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი ვიცე-გუბერნატორებმა, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა და “სოკარ ჯორჯია გაზის” დირექტორმა აზერ მამმადოვმა დაათვალიერეს. ასევე,  ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა  ფარცვანიების ოჯახში გაზი სიმბოლურად აანთეს.

ბოლო ორი წლის განმავლობაში იმერეთის რეგიონში 113 სოფელი გაზიფიცირდა და 50 000 – მდე ოჯახს ბუნებრივი აირი მიეწოდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *