“გვირილობის” დღესასწაულზე ქუთაისში რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება.

შეზღუდვები 2 და 3 მაისს ცენტრალურ უბნებში დაწესდება. 

2 მაისს გადაიკეტება ცისფერყანწელთა ქუჩა, ფალიაშვილის ქუჩის “ბავშვთა სამყაროს” მონაკვეთამდე. თამარ მეფის ქუჩა, გოგებაშვილის ქუჩის ასახვევიდან ცენტრალურ მოედნამდე. ჩაიკეტება, ასევე, თბილისის ქუჩის ასახვევი აღმაშენებლის მოედნიდან. ავტომანქანებმა უნდა იმოძრაონ თეატრის უკანა ქუჩიდან “ბავშვთა სამყაროს” მიმართულებით. გარდა ამისა, გადაიკეტება რუსთაველის, ქუჩა ტურიზმის საინფორმაციო ცენტრიდან ეთნოგრაფიულ-ისტორიულ მუზეუმამდე. აღნიშნულ მონაკვეთებზე იმოძრავებენ მხოლოდ მიკროავტობუსები.

3 მაისს აღმაშენებლის მოედანზე დაიკეტება ყველა შესასვლელი. 18:00 საათის შემდეგ შეწყდება მოძრაობა რუსთაველის გამზირზე. ასევე, მთელი დღე გადაიკეტება პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორია ცისფერყანწელთა ქუჩის ჩათვლით.

როგორც რადიო “ძველ ქალაქს” ქუთაისის მერიაში განუცხადეს, მოქალაქეებს გადაადგილების მხრივ პრობლემა არ შეექმნებათ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *