ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე “სიცოცხლის მარში” გაიმართა.

მარშის მონაწილეებმა ამ ფორმით მსოფლიოსმრავალ ქვეყანაში არსებულ სიცოცხლის მარშს შეუერთდნენ. “არა აბოორტს!”, “ნუ მომკლავ,დედა!” – ეს მარშის მთავარი გზავნილები იყო. ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ აბორტი აგრესიის ყველაზე მძიმე ფორმაა.

“კანონმა აკრძალა სელექციური აბორტი და აიკრძალა სქესის დადგენა 12 კვირამდე. აბორტების მაღალი მაჩვენებელია საქართველოში. 2016 წლის მონაცემებს თუ დავეყრდნობით, რეგისტრირებულია 40 ათასამდე აბორტი. თუ არარრეგისტრირებულსაც გავითვალისწინებთ, ალბათ ციფრი უნდა გაორმაგდეს. ეს არის პრობლემა. დემოგრაფიული და მენტალური, როდესაც პატივს არ სცემენ ადამიანის სიცოცხლეს ჩასახვის წუთიდანვე”,- განაცხადა INER GEORGIA-წყვილისა და სიცოცხლის სამსახურის ოჯახის ბუნებრვი დადგეგმის ექსპერტმა ნანა ნებიერიძემ.

მარშზე ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად 3 შვილიანი დედების მრავალშვილიანებად ჩათვლა გააჟღერეს.

“სიცოცხლის მარშს” ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები შეუერთდნენ.

საკრებულოს დეპუტატის, ნანა კოსტავას თქმით, 3 შვილიანი დედებისთვის მარავლშვილიანის სტატუსის მინიჭება აუცილებელია და ამასთანავე ყურადღება სხვა მრავალშვილიან დედებსაც უნდა მიექცეს.

“საქართველოს დემოგრაფიული პრობლემები ნამდვილად აქვს.ახალგაზრდების გადინება სხვა ქვეყნებში, მრვალშვილიანი დედებისთვის სათანადო ყურადღების არ მიქცევა- ეს ყველაფერი ხელს უშლის ოჯახის გაძლიერებას. აუცილებელია 3 შვილიანი დედები ჩაითვალონ მრავალშვილიანებად.
არ გვაქვს იმის ფუფუნება,რომ მრავალშვილიანი დედები გყვავდეს და ვინც გვყავს, იმათ დაფასება უნდა”, – განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა “ქართული ოცნებიდან” ნანა კოსტავამ.

“სიცოცხლის მარშის” მსვლელობა ცენტრალურ მოედანზე დაიწყო და პარლამეტთან დასრულდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *