საიდან გაჩნდა აზიური ფაროსანა საქართველოში, რა კულტურებს აზიანებს ის და როგორ შეიძლება შევამციროთ მისგან

მომდინარე ზიანი – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები ამ თემებზე სოფელ მერიის მაცხოვრებლებს ესაუბრნენ.

მოსახლეობას დეტალურად განემარტა თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ მავნებელს საკარმიდამო ნაკვეთებში და როგორ – საცხოვრებელ სახლში. ადგილობრივებს სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ჯანდაცვის სამინისტროს გამოშვებული ბუკლეტიც დაურიგდათ, სადაც სახლის პირობებში ჩასატარებელი ღონისძიებები დაწვრილებითაა აღწერილი.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ადგილობრივების თქმით, მიღებულ ინფორმაციას იმ თანასოფლელებსაც გაუზიარებენ, რომლებიც დღეს ღონისძიებას არ ესწრებოდნენ.

აზიურ ფაროსანაზე მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრის მიზნით, გურიის  რეგიონული სამმართველოს  თანამშრომლებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  19 ადმინისტრაციულ ერთეულში, 1 აპრილიდან დღემდე  არაერთი  საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. სოფელ მერიის შემდეგ შეხვედრა სოფლებში : ნაღობილევსა და ხვარბეთში შედგა.

თეა კუპრაძე – გურიის რეგიონული სამმართველოს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;

იუზა ჭანტურიძე – სოფელ მერიის მაცხოვრებელი

მედიაპროდუქტი  მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“  EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ –  JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *