ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მერაბ კვირიკაშვილის საქმის

განხილვა გაგრძელდა. დღევადელ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხნენ.

მოსამართლე მურთაზ კაპანაძემ მოწმეებს, შემთხვევის დროს სასაზღვრო პოლიციის თანანშრომლებს, შავლეგ მამაგულაშვილსა და ესტატე კასრაძეს მოუსმინა.

მოწმეების თქმით, ისინი შემთვევის ადგილზე მანქანის საბურავის დაზიანების გამო იმყოფებოდნენ. ორივე მათგანის განცხადებით, მათ კვირიკაშვილის ავტომობილი მაშინ დაინახეს, როდესაც ავტომანქანას მართვა ჰქონდა დაკარგული.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ზაფხულში, ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე, მათი მეგობარი და კვირიკაშვილის მეუღლე ემსხვერპლნენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *