ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მაისის თვეში ხუთ ახალ ავიამიმართულებას ამატებს.

ფრენები რომში, პარიზში, ბარსელონაში, ათენსა და პრაღაში განხორციელდება.

ქუთაისის აეროპორტიდან მგზავრებს რომის, პარიზისა და ათენის მიმართულებით გამგზავრება 17 მაისიდან, ბარსელონაში 18 მაისიდან, ხოლო პრაღაში 19 მაისიდან შეეძლებათ.

ასევე, 17 მაისს უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “ვიზეარი” ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მეორე ბაზას გახსნის.

“ვიზეარი” 2012 წლიდან ასრულებს ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რომელიც სრულად ამავე წელს განახლდა. ის წარმოადგენს პირველ საერთაშორისო აეროპორტს რეგიონში, რომელიც ორიენტირებულია დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მოზიდვაზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *