ქუთაისში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ინიციატივით გამოცხადებული ეზოების კონკურსი დასრულდა.

სპეციალურმა კომისიამ ქალაქის მაშტაბით ხუთი საუკეთესო ეზო გამოავლინა.

ხუთ საუკეთესოს შორის შემდეგი ეზოები მოხვდნენ:”გამარჯვება”-არაყიშვილის N8, “ავტოქარხანა”- ძოძუაშვილის N10ა, “ნიკეა”- ნიკეას მე-2 შეს. N4, “ქალაქ მუზეუმი”-წმ. ნინოს N6, “ძელქვიანი”-ჭავჭავაძის N1ა.

შერჩეული ეზოებიდან კომისიამ საუკეთესოს სტატუსი “ავტოქარხნის” ტერიტორიულ ერთეულში, ძოძუაშვილის N10ა-ში მდებარე ეზოს მიანიჭა.

კონკურსის პირობების თანახმად, გამარჯვებულს თვითმმართველობა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტს დაუფინანსებს, რომელსაც კორპუსის “ამხანაგობა” თავად აირჩევს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *