იმერეთში, ვანის რაიონს სოფელ ძულუხში

ადგილობრივების ძირითადი შემოსავლის წყარო თხილის პლანტაციებიდან მიღებული მოსავალია.  ძულუხი ერთადრეთია იმერეთში სადაც ბიო თხილის მოყვანა ხდება. ამგვარი თხილზე მოთხოვნა ბაზარზე საკმაოდაა და ფასიც განსხვავებულია.

“ევროპის დღეების” ფარგლებში ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს ორგანიზებით ვანში მედიატური მოეწყო. ვანის რაიონის სოფელ ძულუხში ის საწარმო დავათვალიერეთ, რომელიც თხილს ევროსტანდარტებით ბაზარზე გასატანად ამზადებს და ამავდროულად ბიო თხილის წარმოებაშია ჩართული.

კოოპერატივი “ძულუხი” ENPARD-ის პროგრამის ფაგრლებში დაფინანსდა და ბიო თხილის წარმოებაში მეპაიეები და 40-მდე ფერმერია ჩართული.

“ჩართულები ვართ ბიო თხილის წარმოებაში. ძირითადად საქართველოში არაბიოთხილი მზადდება. მხედველობაში მაქვს სასუქების შეტანა, შხამ-ქიმიკატების შეტანა პლანტაციებში. ჩვენ ბიო თხილის წარმოება არასამთავრობო ორგანიზაცია,,ელკანასთან” ერთად დავიწყეთ. პლანტაციებში მხოლოდ ორგანული მინაერთები შეგვაქვს, იწამლება ბიო პრეპარატებით. შესაბამისად ჩვენს თხილის ფასი მეტია. პირობითად, თუ თხილი ღირს 4ლარი, ბიო თხილი 5 ლარი ან 5,50 ლარი.”-ამბობს კოოპერატივის “ძულუხი” წევრი ლერი ხელაძე.

კოოპერატივმა “ძულუხი” 1 ტონა ბიო თხილი გასულ სეზონზე უკვე მიაწოდა ევრობაზარს და მომხმარებელი კმაყოფილი დარჩა. წელს ფიქრობენ, რომ ბაზარზე უფრო მეტი ბიო თხილის გატანას შეძლებენ.

გასულ სეზონზე სამეგრელოში, გურიაში და იმერეთში მოყვანილი ბიო თხილი შვეიცარულმა ექსპორტიორმა კომპანიებმა შეიძინეს და ფერმერებს კილოგრამ თხილში საბაზრო ფასთან შედარებით 8%-ით მეტი თანხა გადაუხადეს.

ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი მსგავსი მედიატურების გამართვას იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ეტაპობრივად გეგმავს. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *