ხანძრის შედეგად ქუთაისის მერიის შენობაში

დაზიანებული ოთახების გასარემონტებლად ტენდერი გამოცხადდა. რემონტი უნდა ჩაუტარდეს სამხედრო კომისარიატის 1 ოთახი, კომისარიატის მისაღები, ბაგა ბაღების გაერთიანება, მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო და ოთახი.

მიმდინარე წლის 12 მარტს ხანძრის შედეგად შენობის IV, III და II სართულებზე არსებული ფართები დაზიანდა. შენობის დაზიანებული სახურავი უკვე შეკეთდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 150 ლარი გამოიყო.
ფართების გასარემონტებლად კი 17 ათას 521 ლარია განკუთვნილი.

სატენდერო წინადადებების მიღება 2 ივნისს იწყება და 7 ივნისს მთავრდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *