ქუთაისს მარიამ როინიშვილი ესტუმრება.

მომღერალი ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის შემაჯამებელ კონცერტში მიიღებს მონაწილეობას.

ღონისძიება 30 ივნისს, ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება. მარიამ როინიშვილი სცენაზე ახალგაზრდულ ცენტრთან არსებული ვოკალური, საბალეტო, ქართულისა და ლათინო- ამერიკული ცეკვის სტუდიების მოსწავლეებთან ერთად გამოვა.

“ახალგაზრდული ცენტრისთვის უკვე ტრადიციაა, ჩვენს ქალაქში ცნობილი მომღერალი მოიწვიოს და მასთან ერთად კონცერტი გამართოს. გვიხარია, რომ მარიამ როინიშვილი ჩვენს შეთავაზებას დათანხმდა,”-განაცხადა ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორმა ნატალი პატარიძემ.

კონცერტზე დასწრება თავისუფალია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *