“დადე ერთი აგური ცოდნის კაფეს ასაშენებლად!”-ქუთაისელი ახალგაზრდები აღნიშნული სლოგანით ერთიანდებიან.

26 მაისს, ვერიკოს სკვერში, 14:00 საათიდან ახალგაზრდები დაბა წნორში არსებული “ცოდნის კაფეს” დასახმარებლად შეგროვებულ წიგნებსა და სუვენირების გაყიდიან.

შემოსული თანხა გადაირიცხება “ცოდნის კაფეს” ფონდში.

“ცოდნის კაფე” მოიცავდა დეფიციტურ სივრცეებს მუნიციპალიტეტში – წიგნის მაღაზიას ყველაზე დაბალ ფასად, არაფორმალური განათლების/კულტურის ცენტრს, მულტიმედია ბიბლიოთეკასა და კაფეს.

კაფეს შემოსავალი ძირითადად იჯარის თანხას ხმარდებოდა. ამჟამად, მიწის ფართის შესაძენად თანხა შეგროვებულია და ფულადი სახსრების მოძიება მშენებლობის დასაწყებად მიმდინარეობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *