ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში,

ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის წინ წიწვოვანი ჯიშის ჰიმალაის კედარი დარგეს. აღნიშნულ ადგილზე ასწლოვანი ხე იდგა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ძლიერმა ქარმა წააქცია და დააზიანა.

,,მივიღეთ გადაწყვეტილება, ზუსტად ამ ადგილზე კვლავ იყოს იმავე სახეობის ხე. ეს არამარტო ჩვენი, არამედ ჩვენი მოქალაქეების სურვილიც იყო,”- განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

ხის დარგვაში მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი შენგელიამაც მიიღეს მონაწილეობა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *