ქუთაისში, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავად,

სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოეწყო. დამთვალიერებლებს ცენტრალურ მოედანზე ჯავშანტექნიკის, ქართული წარმოების იარაღისა და საარტილერიო სისტემების გაცნობა შეუძლიათ.

მაიორის გიორგი პატარაიას თქმით, მოქალაქეები ინტერესს უფრო მეტად ინდივიდუალური სამხედრო ტექნიკის მიმართ იჩენენ.

დღის ბოლომდე ქალაქის ცენტრალურ ნაწილში სხვადასხვა აქტივობებია დაგეგმილი. ღონისძიებების სერია გალა-კონცერტით დასრულდება. ცისფერყანწელთა ქუჩაზე,  20:00 საათზე ქუთაისელებისათვის ჯგუფი “ეგარი”, ლაშა რამიშვილი, თიკა მახალდიანი და თორნიკე ყიფიანი იმღერებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *