ქუთაისში საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან

100 წლისთავის აღნიშვნა დილიდან დაიწყო.  ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გამოფინეს  სამხედრო ტექნიკა, სადაც დამთვალიერებლებს მისი გაცნობისა და გამოყენების შესაძლებლობა ჰქონდა.

ღონისძიებები მიმდინარეობდა ქალაქის ცენტრალური ბაღისა და რეაბილიტირებული უბნის ტერიტორიაზე. სანახაობებით დატვირთულია იყო ოქროს ჩხარდახის მიმდებარე ტერიტორია.

თეთრ ხიდზე განათავსეს ინსტალაცია და მიმდებარტე ტგერიტორიაზე მეწარმებმა  საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს.  

ცენტრალურ ნაწილში პერფორმანსი ცისფერყანწელთა თემაზე გაიმართა, მოეწყო XIX და XX საუკუნის სტილში ჩაცმულთა სახალხო სეირნობა, აგრეთვე, წარმოდგენებია მოწყობილი პანტომიმისა და ნიღბებით შემოსული მსახიობების მონაწილეობით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *