თეთრ ხიდს რეაბილიტაციას კომპანია

“ალმა-რუს საქართველო” ჩაუტარებს.პირველ ეტაპზე ხიდის დემონტაჟი მოხდება. კომპანიამ სამუშაოები 22 აგვისტომდე უნდა შეასრულოს.
შეგახსენებთ, ქუთაისში თეთრი ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოების შესასრულებლად გამართული ტენდერი ორჯერ გამოცხადდა. პირველ ეტაპში მასში მონაწილეობის სურვილი არავის გამოუთქვამს.
“ალმა რუს საქართველომ” კი ტენდერში 435 999 ლარად გაიმარჯვა. სულ შესყიდვის ღირებულება 444 ათას 966 ლარი იყო.

თეთრი ხიდის მშენებლობა 1850 წელს დაიწყო, ხოლო დამთავრდა 1852 წელს, პროექტის ავტორი იყო სამხედრო ინჟინერი ვიტე. 1860 წელს იგი ჩაინგრა და 1870 წლისათვის მოხერხდა ხიდის აღდგენითი პროექტის შედგენა. ახალი პროექტის ავტორი იყო სამხედრო ინჟინერი ზეზემანი და პერეპი. ხიდის ლითონის ფორმები საზღვარგარეთ იყო დამზადებული, რომლის აღდგენაც 1872 წელს დამთავრდა. ხიდის ლითონის ნაწილები, ისევე როგორც მოაჯირი, თეთრად შეღებეს და ახლად აღდგენილ ხიდს “თეთრი ხიდი” უწოდეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *