თეთრი ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე დასრულდება.

პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია ხიდის კონსტრუქციის გამაგრება, მოაჯირების მოწესრიგება, ხიდზე არსებული ხის საფარის თუნუქით ჩანაცვლება. ასევე, ხიდზე განთავსდება დეკორატიული თეთრი ქვები და დამონტაჟდება განათება.

მიმდინარე სამუშაოები იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ დალაქიშვილმა და ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ დაათვალიერეს.

“თეთრი ხიდი ქუთაისის სავიზიტო ბარათია და ტურისტებისთვის საინტერესო ადგილი, ამიტომაც ჩვენ პრიორიტეტად დავისახეთ ეს მშენებლობა,”- განაცხადა ქუთაისის მერმა.

პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 436 ათას ლარამდეა გამოყოფილი. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “ალმა-რუს საქართველო” ასრულებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *