ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ექიმ ირაკლი მერკვილაძის საქმის განხილვას დღეს გააგრძელებს.

პროცესი 15:30 დაიწყება. ქუთაისელი ექიმის ინტერესებს ადვოკატები: ალექსანდრე თათელიშვილი და ზაზა ხაჟალია იცავენ.

ირაკლი მერკვილაძე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 26 იანვარს დააკავეს. 22 წლის ვიოლეტა მატინოვას დედა ექიმს უყურადღებობაში ადანაშაულებდა, რასაც მისი შვილის სიკვდილი მოჰყვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლო პროცესი 5 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ირაკლი მერკვილაძეს სასამართლომ ორწლიანი პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *