საზოგადოება
როგორ ახორციელებს SMK წყალმომარაგების სამუშაოებს ქუთაისში?
2015 წლის 1 პივლისს, დღის 13 საათზე ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა შეხვედრა , რომელსაც ესწრებოდნენ - საზედამხედველო კომპანია "ეპტისა", კონტრაქტორი კომპანია "SMK", ქუთაისის წყალლმომარაგების სერვისცენტრის წარმომადგენლები და არასამთვრობო ორგანიზაციები - ასა, საია, საესა და სამართლიანი არჩევნები ქუთაისის წარმომადგენლობა.

შეხვედრის მიზანი იყო "ეპტისას" წარმოედგინა მიმოხილვა ახლად დაწყებული პროექტის KUT-01-ის, მისი შემსრულებელი (კონტრაქტორი) თურქული კომპანია SMK, ფინანსური წყაროს - აზიის განვითარების ბანკისა და დამკვეთის - საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ურთიერთშეთანხმებით გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ, სადაც აღიარებულია, რომ მუშაობა დაიწყეს 2015 წლის 8 ივნისს და მუშაობა დამთავრდება 2018 წლის 7 ივნისს, რასაც "ეპტისა" დააკვირდება, ჩაიწერს და წარადგენს ანგარიშს ყველა ასპექტში: ეს იქნება ხარისხი, ხარჯები თუ პროექტის დამკვეთისათვის დროულად ჩაბარების საკითხი. ასევე პრესრელიზი აღნიშნავს, რომ "ეპტისასათვის" ცნობილია აზიის ბანკის მოლოდინები გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით და საზოგადოებასთან ურთიერთობის ექსპერტები, ამასთან მჭირდო კოორდინაციაშია დამკვეთთან, რათა შესრულდეს ყველა დაკისრებული მოვალეობა საერთაშორისო წესებისა და რეგულაციების შესაბამისად, აღსანიშნავია, რომ პრესრელიზში არაფერია ნათქვამი თანხის შესახებ, მშენებლობის განვითარების გეგმაზე, საზოგადოებასთან ურთიერთობის პროგრამაზე, განსაკუთრებით მრავალსართულიან ბინებში აღრიცხვის ბლოკების დადგმის შესახებ შეტანხმებაზე. ეს ყველაფერი მიეწერება 2015 წელს და ჩვენი ეპიზოდური ჩართვებიც მთავრდება სიტყვებით "ყველაფერი იქნება თავის დროზე". 

ჩვენც ახალა ვაკეთებთ შემდეგ განცხადებას: 

გავიდა ჩაბარების თარიღი 08.06.2018 წელი - როდისაა ჩაბარების თარიღი?

რა ეშველება 2X400მ.კ. რეზერვუარებს, რომელტა სამშენებლო ნაწილი მხოლოდ 25 %-ითაა შესრულებულია, მშენებლობა კი დაიწყო 201 წლის შემოდგომაზე. 

რამდენი თვე მოუნდება 30000 აღრიცხვის ბლოკის მონტაჟს მაღალსართულიან საცხოვრებელ ბინებში, რომელთა დაყენებაც თავის დროზე ითავა ესპანურმა კომპანიამ "კობრამ" და დაიწყო კიდეც ნიკეას ქუჩაზე.

მოკლედ, შეკიტხვები საკმაოდ დაგროვდა და მას განსაკუთრებით უნდა მიაქციოს ყურადღება პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატებმა ქუთაისიდან და ქუტაისის თვითმმართველობამ (მერია, საკრებულო). განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევ იმ საკითხს, რომელიც ბოლო დროს აიწია სოფელ მაღლაკი მაცხოვრებელთათვის სასმელი წყლის მიწოდების შესახებ ქუთაისის პროექტიდან, რაც გამოიწვევდა თანხის არამიზნობრივ ხარჯვას. 

და საბოლოოდ, ხომ არ დადგა დრო ქუთაისში განსაკუტრებული პროექტის შესახებ ვიღაც გამოვიდეს ანგარიშით და საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს გასცეს პასუხი, თუ ის მას აქვს, ახსნას ის მოვლენა თუ რას, რატომ და როგორ მოხმარდა აზიის ბანკიდან ნახსენები 92 მილიონი ლარი. 


ავტორი: ზაზა ხელაძე

R
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გურიის რეგიონში, შემოქმედში,  ეროვნული სატყეო სააგენტოს
მართვას დაქვემდებარებული ტყის  გარე პერიმეტრზე,
15:27 / 18.07.2018

გურიის რეგიონში, შემოქმედში,  ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტყის  გარე პერიმეტრზე,

ახალი ამბები
ქუთაისში რუსთაველის ხიდი რეაბილიტირდება
15:48 / 13.07.2018
ქუთაისში რუსთაველის ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
 ქუთაისის საკრებულოს წევრების დამალული ქონება და ბიზნეს წილები-TI-ის კვლევა
14:25 / 12.07.2018
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"-მ ქუთაისის საკრებულოში დასაქმებული
ქუთაისის მერისა და მერიის მაღალჩინოსნების დამალული ქონება და ბიზნეს წილები-TI-ის კვლევა
14:00 / 12.07.2018
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"-მ ქუთაისის მერისა და მერიის მაღალჩინოსნების ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა.
ვალუტა
EUR
EUR
2.8433
TRY
TRY
0.5072
USD
USD
2.4503
«« ივლისი  »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
თბილისი 18 - 34 °C
img
ქუთაისი 21 - 29 °C
img
ბათუმი 21 - 27 °C
img