წყალტუბოში, სოფელ ქვიტირში შენობაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი რესტორან “გოგისვანიძეების” სახურავზე გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია – 100 კვ.მ ფართობი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *