რამდენიმე დღეა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში შუქნიშნები ახალი რეჟიმით მუშაობს.

მოძრაობის მომწესრიგებელ ხელსაწყოებზე წითელი ფერის ფორმები ისახება.

“ცნობილი კურორტი მარადიული სიყვარულის ამ სიმბოლოს ყველა წყალტუბოელსა და აქ ჩამოსულ ტურისტს უძღვნის, რომელთა რიცხვიც ყოველდღიურად იზრდება,”-აცხადებენ მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ახალი ფორმის შუქნიშნების დამონტაჟების იდეა ააიპ ,,წყალტუბოს კეთილმოწყობის ცენტრის”” მმართველს თორნიკე ჯიქიას ეკუთვნის.

სიახლის სლოგანია- “შეჩერდი და გულს აგინთებ”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *