საზოგადოება
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პირველი ეტაპის შედეგები

აზიური ფაროსანა აღმოსავლეთ საქართველოში არ გავრცელდა

ივნისის დასაწყისში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პირველი ეტაპი დაასრულა. პროცესის ხელმძღვანელ სახელმწიფო ორგანოში მიიჩნევენ, რომ მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები წარმატებული იყო.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ მოქალაქეებში გავრცელებული ხმები და შიში იმის შესახებ, რომ მიმდინარე წელს აზიური ფაროსანა აღმოსავლეთ საქართველოშიც გადაინაცვლებდა და იქ არსებულ კულტურებსაც ,,დააგემოვნებდა“ არ გამართლდა. ,,აზიური ფაროსანას გავრცელების არეალი იგივეა – დასავლეთ საქართველო - მავნებლის რაოდენობა კი, წინა წლის ანალოგურ პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვნადაა შემცირებული“,-აცხადებს უწყების უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი.

რა გაკეთდა მავნებლის შესამცირებლად დასავლეთ საქართველოში

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, გურიის, იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონების 22 მუნიციპალიტეტის 360 სოფელში წამლობითი ღონისძიებები ჩატარდა. თერმული ნისლის ტექნოლოგიით  220 ათას ჰექტრამდე ფართობი, ხოლო ცივი შესხურებით  7 ათასამდე ჰექტარი დამუშავდა.

ტყის პერიმეტრსა და ბუფერულ ზონებში კი დამონტაჟდა  60 ათასამდე „მოიზიდე და მოკალი“ სისტემები.

მოსახლეობის ჩართულობა მავნებელთან ბრძოლის პროცესში

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი ამბობს, რომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შემუშავებული ღონისძიებები სახელმწიფო უწყბების მხრიდან დროულად და კოორდინირებულად ჩატარდა. ,,ინფორმაციას ვიღებდით ყველა რეგიონიდან, ყველა სოფლიდან... ვამუშავებდით, ვცვლიდით ინფორმაციებს. შეთანხმებულმა და ორგანიზებულმა ქმედებებმა კი თავისთავად, შედეგი გამოიღო“, - ამბობს სააგენტოს უფროსი.

ჩეკურიშვილის განმარტებით, აზიურ ფაროსანასთან გამკლავება, პროცესში  მოსახლეობის აქტიური ჩართულობით მოხერხდა. სეს-ის უფროსი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფო უწყებებმა და ფერმერებმა მომავალშიც კოორდინირებულად იმოქმედონ. ,,მინდა მადლობა გადავუხადო მოსახლეობას, რომელმაც გაითავისა ბრძოლის ღონისძიებებში, სახელმწიფოსთან ერთად, საკუთარი ქმედებების მნიშვნელობა. ეს გადამწყვეტია, რადგან მხოლოდ სახელმწიფო, დამოუკიდებლად, თითოეული მოქალაქის ჩართულობის გარეშე ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს“,- ამბობს უწყების ხელმძღვანელი.

რა ღონისძიებებს მოიცავს მავნებელთან ბრძოლის მეორე ეტაპი

თუ აქამდე ქიმიური წამლობა თხილის პლანტაციებში, ტყის პირებსა და დიდ ფართობებზე ტარდებოდა ახლა უკვე სახელმწიფომ მავნელის წინააღმდეგ ბრძოლა სიმინდის ყანებშიც დაიწყო. სახელმწიფო და ფერმერები აზიური ფაროსანასგან ახლა სწორედ ამ კულტურის დაცვას ცდილობენ.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ რადგან  სიმინდს ტარო ჯერ არ აქვს, ქიმიური წამლობა ყანების გარე პერიმეტრზე  ტადება და აღნიშნული ქმედებები საწყისი ეტაპისთვის აუცილებელია, იქვე დაგეგმილია ფერომონების დამონტაჟებაც. სიმინდის ყანების ფართოებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე განსაზღვრულია  სადგურების ,,მოიზიდე და მოკალი“ გამოყენებაც.

ავტორი:

ეკატერინე მამამთავრიშვილი

FaceBook Twitter Google
თეგები ფაროსანა /
ამავე კატეგორიაში
18:39 / 18.05.2019
"ღამე მუზეუმში" აღნიშვნას იმერეთის მუნიციპალიტეტებიც უერთდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არჩევნებთან დაკავშირებით,
17:37 / 18.05.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არჩევნებთან დაკავშირებით,
შსს-ს თანამშრომლებმა სამტრედიაში ოჯახში ძალადობისა და ოჯახური
ნიშნით
14:23 / 18.05.2019
შსს-ს თანამშრომლებმა სამტრედიაში ოჯახში ძალადობისა და ოჯახური ნიშნით
2019 წლის 19 მაისის რიგგარეშე და შუალედური არჩევნებისათვის
14:01 / 18.05.2019
2019 წლის 19 მაისის რიგგარეშე და შუალედური არჩევნებისათვის
26 მაისს, ქუთაისში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა 11:00
საათიდან დაიწყება.
13:28 / 18.05.2019
26 მაისს, ქუთაისში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა 11:00 საათიდან დაიწყება.
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
თბილისი 14 - 25 °C
img
ქუთაისი 14 - 23 °C
img
ბათუმი 17 - 21 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
60 კრედიტიანი პროგრამა, რომელიც მასწავლებლობის უფლებას განიჭებთ
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასწავლებლის მომზადების
18:21 / 16.05.2019
ქუთაისის მერია ქალაქში 60 ერთეული მუნიციპალური ავტობუსის შემოყვანას გეგმავს
ქუთაისის მერია ქალაქში 60 ერთეული მუნიციპალური ავტობუსის შემოყვანას გეგმავს.
21:41 / 24.04.2019
საპროტესტო პლაკატების გაკვრისთვის კაფე "სავანეს" მფლობელები დააჯარიმეს
კაფე "სავანეს" მფლობელები მერიის ზედამხედველობის სამსახურმა
14:57 / 30.04.2019
"გვირილობის" დღესასწაულზე დაგეგმილი ღონისძიებების ჩამონათვალი ცნობილია
ქუთაისში 2 მაისს, ტრადიციულად, "გვირილობის" დღესასწაულის გაიმართება.
14:36 / 25.04.2019