ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ორპირის კულტურის ცენტრის სახურავზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

შემთხვევის შედეგად, სასხვენო გადახურვის ნაწილი – 400კვ.მ ფართობი დაიწვა.

“საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ტყიბულისა და ქუთაისის ჯგუფებმა დროულად შეძლეს ხანძრის ჩაქრობა. ცეცხლი მხოლოდ სახურავის ნაწილს გაუჩნდა. ადგილზე მუშაობდა 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და ერთი სახანძრო კიბე,”-ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განცხადებაში.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *