საზოგადოება
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სამცვერას ჩანჩქერამდე მისასვლელი გზის მოწყობას ითხოვენ
ახალგაზრდები ზესტაფონის მუნიციპალიტეტში არსებულ ტურისტულ ობიექტამდე მისასვლელი გზის მოწყობას ითხოვენ. სამცვერას ჩანჩქერი სოფელ ქვედა საზანოში, მდინარე ძუსაზე, ზღვის დონიდან 170 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები უჩა ლელაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ადგილი დიდი პერსპექტივის მქონეა და მისით როგორც ადგილობრივები, ასევე ტურისტებიც ინტერესდებიან. ლელაძის თქმით, დღესდღეობით ადგილამდე მისასვლელი გზა მოუწესრიგებელი და საშიშია.

"გვინდა, ჩანჩქერამდე მისასვლელი გზა და ბილიკი გაკეთდეს ბეტონითა და მოაჯირებით, რადგან უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლონ ადგილობრივებმა და ტურისტებმა გადაადგილება. დღესდღეობით ზესტაფონს მხოლოდ ფეროს ქარხნით იცნობენ. აქ არსებული ლამაზი ადგილების შესახებ არავი იცის. გვინდა, მეტი დაინტერესება წამოვიდეს და ამაში ხელშეწყობა გვჭირდება,"-ამბობს უჩა ლელაძე.

ახალგაზრდებს ადგილზე განათების მოწყობა და საპარკინგე ადგილის გამოყოფაც სურთ, თუმცა მათთვის პირველ ეტაპზე პრიორიტეტს დაახლოებით 200 მეტრის სიგრძის გზის მოწყობა წარმოადგენს.

უჩა ლელაძე გვიყვება, რომ მან ადგილობრივ თვითმმართველობას რამდენჯერმე მიმართა, თუმცა ჯერ-ჯერობით საკითხზე რეაგირება არ მომხდარა.

მესამე დღეა, რაც ლელაძე გზის მოწყობის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს. ჯერ-ჯერობით მას 300-მდე ხელმოწერა აქვს შეგროვებული.

ზესტაფონის მერიაში აცხადებენ, რომ მათთვის წინადადებით არავის მიუმართავს. თვითმმართველობაში განგვიმარტეს, რომ ახალგაზრდების მხრიდან წერილობითი მიმართვის საფუძველზე, პრობლემის მოგვარების შესახებ მოლაპარაკება შესაძლებელია.








FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე, გაჩენილი ხანძრით დაზარალებული
ოჯახები ქუთაისის
11:21 / 18.06.2019
ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე, გაჩენილი ხანძრით დაზარალებული ოჯახები ქუთაისის
ქუთაისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება
მოხდა.
08:26 / 18.06.2019
ქუთაისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა.
10 წელია, რაც ნინო ჯანაშია ჯვარედინად ქარგავს.
12:33 / 17.06.2019
10 წელია, რაც ნინო ჯანაშია ჯვარედინად ქარგავს.
ძლიერი წვიმისა და სეტყვის მიერ მიყენებულ ზარალს ამ დრომდე ითვლიან
12:56 / 14.06.2019
ძლიერი წვიმისა და სეტყვის მიერ მიყენებულ ზარალს ამ დრომდე ითვლიან
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« ივნისი  »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
თბილისი 18 - 29 °C
img
ქუთაისი 19 - 31 °C
img
ბათუმი 21 - 26 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ირაკლი ჯულაყიძის სამეცნიერო ექსპედიცია ინდოეთში
აკ. წერეთლის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბის "თეთნულდის" წევრმა ირაკლი ჯულაყიძემ,
18:10 / 20.05.2019
ქუთაისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა
ქუთაისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა.
08:26 / 18.06.2019
ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტების აუზის პროექტირებაზე ტენდერი კვლავ გამოცხადდება
ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტების აუზის მშენებლობის პროექტირებაზე
17:36 / 28.05.2019
ვარციხის სკოლის პედაგოგი პროექტის „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“ გამარჯვებულია
ვარციხის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნანა მარღანია პროექტის,
13:35 / 28.05.2019