სოფელ ჭუბერში მაშველები

იმერეთიდანაც ჩავიდნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. როგორც უწყებაში აცხადებენ, სტიქიის ზონაში მცხოვრები ყველა მოქალაქე არის უსაფრთხო ადგილზე და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

“სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის სტიქიის ზონაში გაიგზავნა სამაშველო ჯგუფების დამატებითი შემადგენლობა – თბილისიდან, იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებიდან სოფელ ჭუბერში 150 მაშველი იმყოფება. ადგილზე რჩება საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ალექსანდრე ხვადაგიანი”, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია. ჩამოწოლილმა მეწყერმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა გამოიწვია სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდების დაზიანება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *