საზოგადოება
იმერეთიდან ჭუბერში დაზარალებული მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული ტვირთი ჩაიტანეს
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციამ ჭუბერში დაზარალებულ მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება გაუწია. სხვადასხვა სახის არამალფუჭებადი პროდუქტები, მედიკამენტები და პირველადი საყოფაცხოვრებო ნივთები ადგილზე ჩაიტანა იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ დალაქიშვილმა. გუბერნიის პრესსამსახურის ინფორმაციით,  მოსახლეობისთვის განკუთვნილი ტვირთი ჭუბერში, ჰუმანიტარული დახმარების შტაბში განთავსდა და უახლოეს დღეებში დაურიგდება მოსახლეობას.

გრიგოლ დალაქიშვილმა, სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორთან ლევან შონიასთან, ქუთაისის მერთან გიორგი ჭიღვარიასთან და ვიცე–გუბერნატორთან იოსებ ხახალეიშვილთან ერთად, ჯულიეტა ცინდელიანის ოჯახი მოინახულა და პროდუქტები მიუტანა. 

ჭუბერში მცხოვრებ დაზარალებული ოჯახებისთვის პირველადი საყოფაცხოვრებო ნივთებისა და პროდუქტების შეგროვებაში იმერეთის 12–ვე მუნიციპალიტეტი აქტიურად იყო ჩართული.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაზარალებულ ოჯახში მისასვლელად პანელის ხიდით ისარგებლეს, რომლის მშენებლობაც ახლახანს დასრულდა.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გურიის რეგიონში, შემოქმედში,  ეროვნული სატყეო სააგენტოს
მართვას დაქვემდებარებული ტყის  გარე პერიმეტრზე,
15:27 / 18.07.2018

გურიის რეგიონში, შემოქმედში,  ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტყის  გარე პერიმეტრზე,

ახალი ამბები
ქუთაისში რუსთაველის ხიდი რეაბილიტირდება
15:48 / 13.07.2018
ქუთაისში რუსთაველის ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
 ქუთაისის საკრებულოს წევრების დამალული ქონება და ბიზნეს წილები-TI-ის კვლევა
14:25 / 12.07.2018
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"-მ ქუთაისის საკრებულოში დასაქმებული
ქუთაისის მერისა და მერიის მაღალჩინოსნების დამალული ქონება და ბიზნეს წილები-TI-ის კვლევა
14:00 / 12.07.2018
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"-მ ქუთაისის მერისა და მერიის მაღალჩინოსნების ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა.
ვალუტა
EUR
EUR
2.8433
TRY
TRY
0.5072
USD
USD
2.4503
«« ივლისი  »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
თბილისი 18 - 34 °C
img
ქუთაისი 21 - 29 °C
img
ბათუმი 21 - 27 °C
img