წყალტუბოში ახალი კამპანია

“ერთად გავალამაზოთ ჩვენი ქალაქი” იწყება.  კამპანია მიზნად ისახავს კერძო მესაკუთრეების იერ საკუთარი ტერიტორიებს გალამაზებას. საჭიროების შემტხვევაში მათ ამაში ადგილობრივი ხელისუფლება დაეხმარებათ.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გრიგოლ ივანეიშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას ქალაქის გალამაზებისათვის დაგეგმილ ღონისძიებებში აქტიურად ჩართულობისაკენ მოუწოდა. უფრო დეტალურად, პროექტის თანახმად მოქალაქეებს, რომლებსაც ქალაქის ტერიტორიაზე გააჩნიათ კერძო საკუთრება (მაღაზია, სილამაზის სალონი, საცხობი და სხვა) შესაძლებლობა ეძლევათ მუნიციპალიტეტის დახმარებით მოაწესრიგონ თავიანთი ობიექტი და მიმდებარე ტერიტორია. მესაკუთრეთა დაინტერესებისა და ჩართულობის შემთხვევაში მათ დაეხმარებათ ადგილობრივი თვითმმართველობა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *