ქუთაისში, საქართველოში პირველად, მწვანე ნარჩენების საკომპოსტე მოედანი  (ფართი- 3000 კვ.მ) აშენდება,

დაიწყება მწვანე ნარჩენების კომპოსტირება. ასევე, მუნიციპალურ დონეზე, დაიწყება ნარჩენების ოთხი სახეობის: პლასტმასის, მინის, ქაღალდისა და ლითონის სეპარირებული შეგროვება.

პროექტს ქუთაისის მერია ევროკავშირის-“შავი ზღვის პროგრამა 2014–2020″–ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს, რომლის სახელწოდებაა- “ნარჩენებისგან თავისუფალი მდინარეები – სუფთა შავი ზღვა” . მისი ხანგრძლივობა 26 თვეს შეადგენს.

პროექტის მიზანს წარმოადგენს გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესება, მდინარეებისა და შავი ზღვის ნარჩენების დაბინძურებისაგან შემცირება, ნარჩენების მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვითა და მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების გზით.

პროექტი შემდეგ აქტივობებს მოიცავს:

• საქართველოში პირველად, ქალაქ ქუთაისში აშენდება მწვანე ნარჩენების საკომპოსტე მოედანი  (ფართი- 3000 კვ.მ) და დაიწყება მწვანე ნარჩენების კომპოსტირების განხორციელება;

•შეიქმნება კომპოსტირების საპილოტე საიტები სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში;

• საქართველოში პირველად, ქალაქ ქუთაისში, მუნიციპალურ დონეზე, დაიწყება ნარჩენების ოთხი სახეობის: პლასტმასი, მინა, ქაღალდი და ლითონის სეპარირებული შეგროვება;

• დაიწყება პლასტმასის სეპარირებული შეგროვება ქალაქ ფოთში, ქალაქ ქუთაისის მაგალითზე;

• შემუშავდება ქალაქ ქუთაისის ბიოდეგრადირებადი ნარჩენების მართვის გეგმა;                                                                               

• დაიწყება ქალაქ ქუთაისში სახიფათო ნარჩენების შეგროვების  ორგანიზება.

• განხორციელდება გადამუშავების სფეროში მოქმედი მცირე და საშუალო საწარმოების ხელშეწყობა.

• პროექტის ფარგლებში, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი შეიძენს სპეციალიზირებულ ტექნიკასა და სხვა საჭირო ინვენტარს;

პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს 1 008 497 ევროს, აქედან გრანტის სახით გამოყოფილი თანხის ოდენობაა 927 817,24 ევრო. უშუალოდ ქუთაისი პროექტის ფარგლებში გრანტის სახით მიიღებს 418 618 ევროს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *