ყველა ადამიანს აქვს არაფრისგან რაღაცის შექმნის უნარი!

მთელ მსოფლიოში მეწარმეობა განიხილება, როგორც ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა, თუმცა, გარდა მისი თითქოს-და ცალსახა ფუნქციისა – ფულის კეთებისა და სიმდიდრის მოხვეჭისა, მეწარმეობა ასევე თანაბრად და სამართლიანად ასრულებს ერის კულტურული გამრავალფეროვნების, ადგილობრივი მოსახელობის განვითარებისა და გაძლიერების ფუნქციას. ადამიანები, ძლიერი სამეწარმეო უნარ-ჩვევებითა და მიდრეკილებებით ცვლიან სოციალურ და ეკონომიკურ გარემოს.

საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაცია სკაუტურ ბანაკში მონაწილეობის მისაღებად იწვევს ყველას, ვისაც სურს შეიძინოს სამეწარმეო უნარ-ჩვევები, აღიჭურვოს ფუნდამენტური ცოდნით – ემოციური ინტელექტითა და რისკის აღების უნარით, რათა შექმნას ახალი შესაძლებლობები და საერთოდ, ვისაც სურს ცვლილებების გამოწვევა და მზად არის ეს საკუთარი თავიდან დაიწყოს.
გადაცემა “მთელი დღე” მაია სურმავასთან ერთად, სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ქრისტინე მაღლაკელიძემ და მირანდა მანაგაძემ ისაუბრეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *