ქუთაისში ახალი გაჩერებების შშმ პირებისათვის ადაპტირებას ითხოვენ.

საკითხი დღეს მერის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე განიხილეს. 

როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, ქალაქში გაჩერებების მონტაჟს კომპანია “ალმა” უზრუნველყოფს. თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ აღნიშნული თემა მონოპოლიზირებულია და კომპანია სამუშაოების შესრულებას სხვა ქალაქებშიც უზრუნველყოფს. მათივე თქმით, პრობლემა კომპანიის მიერ დამონტაჟებულ ყველა გაჩერებას ახლავს, რადგან ორგანიზაცია გამზადებულ კონსტრუქციებს იყენებს.

როგორც მერიაში აცხადებენ, კომპანიასთან ხელშეკრულება განახლდა და პრობლემა დაჩქარებულ ვადებში მოგვარდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *