“აქტიური ახალგაზრდები ძლიერი თვითმმართველობის” პროგრამის ფარგლებში,

დასკვნითი ღონისძიება გაიმართება სახელწოდებით “თავისუფლების 100 წუთი”. ღონისძიება 28 სექტემბერს, 18:00 სთ, კიკვიძის სკვერში მოეწყობა.

აღნიშნული მიზნად ისახავს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილის აღნიშვნას, კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციასა და ახალგაზრდების დისკუსიაში ჩართულობას.

ღონისძიების ფარგლებში, 100 წუთის მანძილზე, წარმოდგენილი იქნება კლასიკური მუსიკა და თემატური გამოფენა. ასევე სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ ღონისძიებაზე მოწვეულ 3 სპიკერს, რომლებიც თავისუფლებაზე ისაუბრებენ.

“თავისუფლების 1️00 წუთი”ააძთ-ელების მიერ ორგანიზებული ციკლის ფარგლებში დაგეგმილი ბოლო ღონისძიებაა.

“აქტიური ახალგაზრდები-ძლიერი თვითმმართველობისთვის” გამარჯვების ოლქის მაჟორიტარის, ირაკლი შენგელიას ინიციატივით ხორციელდება. აღნიშნული პროგრამა სატესტო რეჟიმით მხოლოდ გამარჯვების ოლქში ხორციელდებოდა. მიმდინარე წელს ქუთაისის მასშტაბით ნებისმიერ ახალგაზრდას ექნება შანსი იყოს ჩართული აღნიშნულ პროგრამაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *