სექტემბერში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 68,061 მგზავრს მოემსახურა.

სტატისტიკა აეროპორტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. მათივე ინფორმაციით, მაჩვენებელი 63 %-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

რაც შეეხება ზრდას რეისების რაოდენობის მიხედვით, 2018 წლის სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 223 რეისი შესრულდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 39 %-ით მეტია.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს ავიაკომპანია “ვიზეარი ასრულებს”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *