ქუთაისის მერიას სიყვარულის მონუმენტის დადგმას სთხოვენ. იდეის ავტორი მოქალაქე დეა მანაგაძეა.

საკუთარი ინიციატივა მან მოქალაქეებისათვის შექმნილ თავისუფალი ინიციატივების ვებ-გვერდზე დაარეგისტრირა.

“მინდა ქუთაისის ცენტრალურ უბანში ინგლისურ ენაზე სიტყვა “სიყვარულის” LOVE მონუმენტის განთავსება. ანალოგიური მონუმენტი ევროპის თითქმის ყველა ქალაქშია. სასურველია, ჩვენს ქალაქშიც იყოს, რაც ტურისტულად კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ქუთაისს. მონუმენტი შეიღებება წითლად და განათდება, რადგან ღამის საათებში კიდევ უფრო ეფექტური გახდეს,”-ნათქვამია ინიციატივაში.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიამ მოქალაქეთა თავისუფალი ინიციატივების მიღება დაასრულა. ამ ეტაპზე საკუთარი იდეა 28 მოქალაქემ წარადგინა.

საუკეთესო 3 იდეას ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭო შეარჩევს. შერჩეული 3 პროექტიდან კი ერთ საუკეთესოს თავად მოქალაქეები გამოავლენენ ინტერაქტივის საშუალებით. გამარჯვებული ინიციატივის განსახორციელებლად ხარჯები მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *