დღეს მოწამეთობა იგივე ორწიფობა აღინიშნება.

ეს სახალხო-რელიგიური დღესასწაულია იმერეთში, რომელიც იმართება ყოველწლიურად მოწამეთას მონასტერში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანებად შერაცხული არგვეთისმთავართა დავით და კონსტანტინეს (VIII ს.) ხსენების დღეს. ტრადიცია ცნობილია XVIII საუკუნიდან.

გადმოცემის მიხედვით, მოწამეთა სწორედ იმ ადგილზეა აშენებული, სადაც დავითი და კონსტანტინე მურვან ყრუს შემოსევის დროს აწამეს. ამ დღის აღსანიშნავად მორწმუნენი იმერეთში საქართველოს სხვა კუთხეებიდანაც ჩადიან. მათ შეუძლიათ გაიარონ მოწამეთას ტაძრის გვირაბში, სადაც, ტრადიციულად, სურვილის ჩაფიქრების შემდეგ პატივს მიაგებენ დავით და კონსტანტინეს წმინდა ნაწილებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *