“ევროპა ჩვენი სახლია” ვიდეოს ავრცელებს, სადაც თეთრ ხიდთან მისული მოქალაქეები აცხადებენ,

რომ ისინი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა საზეიმო ღონისძიებასა და თეთრი ხიდის გახსნაზე მიიწვიეს. მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ მოსაწვევები დაურიგეს, თუმცა, 22 ოქტომბერს ადგილზე მისულებს უთხრეს, რომ ღონისძიება გადაიდო, თეთრი ხიდის გახსნა კი თვის ბოლოს იგეგმება.

“სადაა გახსნა? ასე აყრილ-დაყრილ ხიდს ხსნიან? გვითხრეს, უბნის დღესასწაულია და თან ხიდის გახსნააო,”-ამბობენ ადგილზე მისული მოქალაქეები.

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ 22 ოქტომბერს, 17:00 საათზე ქალაქ-მუზეუმის დღესასწაული იყო ჩანიშნული, თუმცა, ღონისძიება უამინდობის გამო 23 ოქტომბრისთვის გადაიდო. მათივე განმარტებით, მოსაწვევში თეთრი ხიდის გახსნის შესახებ არაფერი იყო ნათქვამი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *