ქუთაისში, საფიჩხიაზე საქართველოს ძველი დროშის მონუმენტის გათავსებას ითხოვენ.

საკუთარი ინიციატივა მოქალაქე გიორგი კირვალიძემ ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭოს უკვე გააცნო.

“26 მაისის ქუჩა საფიჩხიის ცენტრალური ადგილია და უკავშირდება მერაბ კოსტავას ქუჩას, ამ ორი ქუჩის სახელი საქართველოს დამოუკიდებლობის გამომხატველია და ამიტომ იდეურადაც უნდა იყოს დატვირთული. კოსტავას ქუჩის ნაწილსა და 26 მაისის ქუჩის დასაწყისში მდებარეობს პატარა სკვერი. კარგი იქნება თუ ამ სკვერში გაკეთდება კედელი, რომელიც მოიხატება საქართველოს დროშით, ხოლო 26 მაისის ქუჩა თავისი მნიშვნელოვანი გზებისა და სახელის გამო სავიზიტო ბარათი უნდა გახდეს მთელი საფიჩხიისთვის,”-აცხადებს ინიციატივის ავტორი.

იდეის ავტორი მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს ქუჩის დასაწყისიდან ბოლომდე საქართველოს დროშის აღმნიშვნელი ფერადი ბოძების მოხატვა, ტროტუარების მოეწყობა ბაზალტის ბორდიურებითა და ფერადი ბეტონის ფილებით, დამონტაჟდეს პანდუსები, ველობილიკები და შესაბამისი საგზაო ნიშნები, ქუჩის სხვადასხვა მონაკვეთზე დაიდგას ყვავილების ქოთნები და სკამები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *