ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ. ამის მიზეზად

მათთვის ხელფასის გადახდაზე კომპანიის მხრიდან უარის თქმა სახელდება. კერძოდ კომპანიამ მათ იძულებით მოცდენის ანაზღაურება უნდა მისცეს. ტყიბულში მიმდინარე პროცესებს მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირები, პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობა სოლიდარობას უცხადებს. ისინი კომპანიას და სახელმწიფოს მოუწოდებენ დროულად დაკმაყოფილდეს ტყიბულელ მეშახტეთა მოთხოვნები.

“დღეს, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ტყიბულელ მეშახტეებს ხელფასების გადახდაზე (იძულებითი მოცდენის ანაზღაურებაზე) კომპანიამ უარი განუცხადა, რაც გახდა მეშახტეების პროტესტისა და გაფიცვის საბაბი. ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია მაღაროელების სახელით სოლიდარობას უცხადებს ტყიბულელ მეშახტეებს და მოუწოდებს კომპანიასა და ხელისუფლებას, დროულად დააკმაყოფილოს მათი მოთხოვნები.” – აცხადებენ პროფკავშირების წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, ტყიბულის შახტებში სამუშაო პროცესები ბოლოს სამი თვეა შეჩერებულია. ამის მიზეზი კი ბოლო პერიოდში მომხდარი საწარმოო შემთხვევებია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *