ავარია მოხდა ზესტაფონი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე, თერჯოლის გადასახვევთან.

დიდი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი გზის გამყოფ ბორდიულს შეეჯახა, გზიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილი საქორწინო კორტეჟს მიყვებოდა, რომელიც თბილისიდან ზუგდიდისკენ მიემართებოდა. 

შსს-ის ინფორმაციით, დაშავებულია 3 ადამიანი. მათივე განმარტებით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

შემთხვევის ადგილიდან ვიდეო მასალას TV პირველი ავრცელებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *