6 ნოემბერს, სამტრედიის სავაგონო დეპოში დასაქმებული რ.თ სამუშაო საათებში

პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს გარდაიცვალა.

“რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის” წინასწარი ინფორმაციით, რკინიგზელი გულის შეტევით გარდაიცვალა.

პროფკავშირის შრომის ინსპეტორები ფაქტს ადგილზე შეისწავლიან და უახლოეს დღეებში დადგინდება – დაედო თუ არა საფუძვლად უბედურ შემთხვევას შრომის პირობების დარღვევა და სავაგონო დეპოში არსებული ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცვლელი გარემო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *