ქუთაისში რუსთველის ხიდის მშენებლობა

1962 წელს დაიწყო და 1965 წელის 7 ნოემბერეს გაიხსნა. ხიდის პროექტის ავტორი გიორგი ჩომახიძეა, თანაავტორები ჯემალ წულაძე და ნოდარ მიქაძე არიან. არქიტექტორი გივი თოდაძეა, მშენებელი ანდრო აბაშიძე.

წლების წინ თურმე ხიდისთვის “თოლიას ხიდის” დარქმევა უნდოდათ. თუმცა, იმის გამო რომ ხიდი რუსთაველის ქუჩაზეა, ამიტომაც მიუხედავად არქიტექტურულად თოლიას მსგავსებისა, მას რუსთველის ხიდი ეწოდა.

რუსთაველის ხიდის რეაბილიტაცია 2014 წელს მოხდა. 197000-ლარიან ტენდერში გამარჯვებული შპს “გეგი” გახდა. მას სამუშაოები 10 000 ლარით ნაკლებად უნდა შეესრულებინა, კომპანიამ ვალდებულებები არ შეასრულა, რის გამოც მერიამ სასამართლოში უჩივლა და დარღვევებისა და ვადაგადაცილიბების გამო 163 000 ლარს ედავებოდა. თუმცა იმის გამო, რომ კომპანიას ანგარიშზე თანხა არ გააჩნდა მერიამ თანხის მიღება ვერ შეძლო. მოგვიანებით ხიდის რეაბილიტაციისათვის მერიამ სხვა კომპანია დაიქირავა.

რეაბილიტაციის ფარგლებში შეკეთდა ხიდის დაზიანებული ნაწილები, გაიმიჯნა ტროტუარი და სავალი ნაწილის ერთმანეთისგან. რეაბილიტაციის ფარგლებში ხდიდის თავსა და ბოლოში “ვეფხისტყაოსნის” თემატური დეკორაციები უნდა გაკეთებულიყო, თუმცა ამჟამად ხიდი დეკორაციების გარეშეა,თუმცა ახლა მასზე სამუშაოების დაწყება ისევ იგეგმება.

რუსთველის ხიდზე დეკორატიული სვეტებისა და ორნამენტების მოსაწყობად ტენდერი მიმდინარე წლის 2 აგვისტოსაც გამოცხადდა, თუმცა ტენდერი მაშინ არ შედგა. 86 ათას 860 ლარად მაშინ სამუშაოების შესრულების სურვილი არცერთ კომპანიას არ გამოუთქვამს.

მეორედ გამოცხადებულ ტენდერში, რუსთაველის ხიდზე დეკორატიული სვეტებისა და ორნამენტების გასაკეთებლად 100 ათას ლარზე მეტია გათვალისწინებული. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, უნდა დამზადდეს ვეფხვის – 8, ფასკუნჯის -16, ყურძნის მტევნების 16 ფიგურა. ასევე დამზადდება 3 ცალი თითბერის დეკორატიული ელემენტები. სულ ხიდზე სამუშაოების ჩასატარებლად 117 ათას 943 ლარია გათვალისწინებული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *