ბოლო 10 თვის მონაცემებით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში

მგზავრთნაკადმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში აეროპორტი 512,386 მგზავრს მოემსახურა.

“აეროპორტი 512,386 მგზავრს მოემსახურა, რაც 2017 წლის მონაცემებთან შედარებით 42%-ით მეტია,”-აცხადებენ ქუთაისის აეროპორტში.

აეროპორტიდან ავიარეისებს ერთ-ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “ვიზეარი” ასრულებს, რომელიც ქუთაისში 2012 წლიდან ოპერირებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *