თეთრ ხიდზე სამუშაოები კვლავ გრძელდება,

რის გამოც ტერიტორია ნაწილობრივ გადაიკეტა. როგორც ადგილზე დასაქმებული მუშები ამბობენ, ხიდის საფარის მინის ნაწილის სილიკონით ამოვსება მიმდინარეობს. ხიდის ზედაპირიდან ამოღებულია რამდენიმე ფილაც. მუშების თქმით, გამოსწორდება ხიდზე დაშვებული ტექნიკური ხასიათის შეცდომაც და შეიცვლება არასწორად მითითებული ავტორიც.

“სილიკონის საფარი მოქალაქეებმა დააზიანეს, ხელით ცდილობდნენ მის აძრობას. ახლა დაზიანებულ ადგილებს ვავსებთ,”-განაცხადა ადგილზე მყოფმა.

თეთრი ხიდი რამდენიმე დღის წინ გაიხსნა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *