საზოგადოება
"დიასახლისი არ არის უფასო მუშახელი"-აქცია ქუთაისში
"დიასახლისი არ არის უფასო მუშახელი", "კანონი სექსუალური შევიწროვების შესახებ გვჭირდება,"- ამ და სხვა სლოგანებით ქუთაისში აქცია მოეწყო. პერფორმანსი "თანასწორობა გვჭირდება" კამპანიის ნაწილს წარმოადგენს. კამპანიის მიზანია საზოგადოებაში აამაღლოს ცნობიერება იმ უთანასწორობის შესახებ, რომელიც არსებობს ეკონომიკაში ქალებსა და მამაკაცებს შორის, მათ შორისაა სამუშაო ადგილას სექსუალური შევიწროვება, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა ქალებისათვის, სახელფასო ანაზღაურებას შორის სხვაობა და სხვა.

"ეს ის საკითხებია, რაზეც საოჯახო საუბრებში ხშირად გვსმენია, მაგრამ ნათელი უნდა იყოს, რომ ეს საქმიანობები არ არის მხოლოდ ქალბატონების ვალდებულება, შესაძლოა, ქალი უფრო დამოუკიდებელი იყოს და სხვა საქმიანობით დაკავებული,"-განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის "გენდერული თანასწორობისათვის" ხელმძღვანელმა მაკა მეშველიანმა და აღნიშნა, რომ საქართველოში რთულია ბიზნეს სესხების აღება ქალბატონებისათვის. ბანკები, როგორც წესი, ითხოვენ ქონებით უზრუნველყოფას. როდესაც ქალი არ არის კერძო საკუთრების მფლობელი, მათ უჭირთ ან ბიზნესსაქმიანობის წამოწყება ან გაფართოება. მისივე განმარტებით, აუცილებელია თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნა.

კამპანია უკვე გაიმართა ზუგდიდში, თელავში, ბათუმსა და ოზურგეთში.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ჭიათურის მერის მოვალეობის შემსრულებელი გივი მოდებაძე
16:50 / 18.01.2019
ჭიათურის მერის მოვალეობის შემსრულებელი გივი მოდებაძე
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
12:10 / 18.01.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
ვალუტა
EUR
EUR
3.0368
TRY
TRY
0.4974
USD
USD
2.6629
«« იანვარი  »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
თბილისი -2 - 8 °C
img
ქუთაისი 2 - 10 °C
img
ბათუმი 5 - 11 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში სილამაზის სალონი დაიწვა
ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე სილამაზის სალონი დაიწვა.
13:32 / 14.01.2019
ქუთაისში მომავალ წელს საახალწლო განწყობის შექმნაზე, სავარაუდოდ, ქალაქის დიზაინერი იზრუნებს
ქუთაისის მერმა ქალაქში საახალწლო განათების შესახებ ისაუბრა. როგორც გიორგი ჭიღვარიამ განმარტა, მერიამ წელს განათება
15:46 / 25.12.2018
ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, ახლადაშენებული ტაძარი აკურთხეს
ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, ახლადაშენებული ტაძრის
13:38 / 17.01.2019
გარდაცვლილია სამი ადამიანი- ავარია წყალტუბო-ქუთაისის გზაზე
ქუთაისი-წყალტუბოს საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას
12:34 / 15.01.2019