ქუთაისში  ახალი სამხედრო ჰოსპიტალი  გაიხსნა.

სამედიცინო ცენტრი საქართველოს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ და თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გახსნეს.

სამხედრო ჰოსპიტალის სამედიცინო ცენტრი თავდაცვის სამინისტროს სახმხედრო მოსამსახურეთა სრულ ამბულატორიულ მომსახურებას უზრუნველყოფს.

ცენტრი იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არიან დისლოცირებულნი, დროულ და კვალიფიციური სამედიცინო დახმარებას გაუწევს.

ცენტრი უახლესი მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურითა და ხელსაწყოებით აღიჭურვება, რომელიც აკმაყოფილებს სამედიცინო სფეროში არსებულ თანამედროვე მოთხოვნებს. სამედიცინო აპარატურის საერთო ღირრბულება 1 700 000 ლარს შეადგენს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *