საზოგადოება
ქუთაისში საკანალიზაციო სისტემის მოსაწესრიგებლად 50 ათასი ლარია განკუთვნილი
ქუთაისში საკანალიზაციო სისტემის მოსაწესრიგებლად 50 ათასი ლარია განკუთვნილი. ქუთაისის მერიამ შესაბამისი ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ჩატარდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები შემდეგ მისამართებზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებლებში დაიწყება:
ბუხაიძის ქუჩა N4, ავტომშენებლის ქუჩა N18, თაბუკაშვილის ქუჩა N197, ნიკეას ქუჩა N6ა, თაბუკაშვილის ქუჩა N14, ხუნდაძის ქუჩა N 51ა, გალაქტიონ ტაბიძის ქუჩა N65, ხუნდაძის ქუჩა N55, ხუნდაძის ქუჩა N57, ჩორგოლიანის ქუჩა N14, ახალგაზრდობის ქუჩა N100ა, თაბუკაშვილის ქუჩა N24, ბუკიას ქუჩა N5ა, 26 მაისის ქუჩა N2/ხარება, ავტომშენებლის ქუჩა N27, ბუხაიძის მე-2 მკრ N17, გუგუნავას ქუჩა 15/2ა .

ტენდერში გამარჯვებულმა სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 60 კალენდარულ დღეში უნდა შეასრულოს.  სატენდერო წინადადებების მიღება 25 ნოემბერს დაიწყება და 30 ნოემბერს დასრულდება.

| Print |