ვანში, სოფელ ტობანიერში ახალი სასათბურე მეურნეობა ამოქმედდა.

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეურნეობა სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, “ერთიანი აგროპროექტის” ფარგლებში შეიქმნა. სასათბურე მეურნეობაში ჯამურად 780,000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 312,000 ლარი გრანტია.

მეურნეობა იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ, ვანის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს საგრანტო მენეჯერმა თორნიკე კაპანაძემ დაათვალიერეს.

სასათბურე მეურნეობაში წელიწადში 115 ტონა ბოსტნეულს აწარმოებენ. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე მოხდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *