გარემოს ეროვნული სააგენტო 2018-2019 წლის ზამთრის სეზონის პროგნოზს აქვეყნებს.

“ექსპერტების დასკვნით, 2018-2019 წლების ზამთრის პერიოდში, საქართველოს ტერიტორიაზე ამინდის ფორმირებაზე დომინანტურ როლს წყნარ და ატლანტიკის ოკეანეებში მიმდინარე და მოსალოდნელი პროცესები შეასრულებს. აღნიშულის გათვალისწინებით, მომავალი ზამთრის პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმასთან ახლოს ან ნორმაზე 1-2 გრადუსით მაღალი,”-აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

საქართველოს ტერიტორიაზე ზამთრის სეზონის საშუალო მრავალწლიური ტემპერატურა (ნორმა) დასავლეთ საქართველოს დაბლობზე +5, +7; მთაში 0, +2; მაღალ მთაში -4, -2; აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 0, +2; მთაში -2, 0; მაღალ მთაში -5, -3 გრადუსს შეადგენს.

საქართველოს ტერიტორიაზე ზამთრის სეზონის ნალექების საშუალო მრავალწლიური რაოდენობა (ნორმა) დასავლეთ საქართველოს დაბლობზე 500-700 მმ, მთაში 300-450 მმ, მაღალ მთაში 200-400 მმ, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 70-120 მმ, მთაში 80-150 მმ, მაღალ მთაში 70-150 მმ-ს შეადგენს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *