ქუთაისში 12 დეკემბერს ელექტროენერგიის

მიწოდება “ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს შეეზღუდება. გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება “ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს.

“მაღალი ძაბვის ქვესადგურ “ქუთაისი 3”-ში 12 დეკემბერს დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდებათ აბონენტებს ქ. ქუთაისში – ილია ჭავჭავაძის, მელიქიშვილის, დავით აღმაშენებლის, შარტავას, გამარჯვების, თავისუფლების, მარჯანიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, მათ შორის სავაჭრო ცენტრ “გრანდ მოლს”, “იმერეთს”, კლინიკა “ბომონდს”. აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნვეყოფის მიზნით ელექტროქსელისა და გამანაწილებელი მოწყობილობების გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოები პერიოდულად ყველა მ/ძ ქვესადგურში ტარდება. სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებელთა ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.”- წერია კომპანიის განცხადებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *