საზოგადოება
ქუთაისში მომავალ წელს საახალწლო განწყობის შექმნაზე, სავარაუდოდ, ქალაქის დიზაინერი იზრუნებს
ქუთაისის მერმა ქალაქში საახალწლო განათების შესახებ ისაუბრა. როგორც გიორგი ჭიღვარიამ განმარტა, მერიამ წელს განათება პირდაპირი წესით შეიძინა და თანხის გარკვეული ნაწილის დაზოგვა მოხდა, რაც ტენდერის ჩაშლამ გამოიწვია. როგორც გიორგი ჭიღვარიამ განმარტა, ტენდერი ოქტომბრის დასაწყისში ჩატარდა და გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა. ჭიღვარიას თქმით, ტენდერის ჩავარდნა მეორე კომპანიის ბრალია, რომელმაც შედეგი გაასაჩივრა.

როგორც ქუთაისის მერი განმარტავს, მომავალში მდგომარეობა გაუმჯობესდება და ქალაქში საახალწლო განწყობის შექმნაზე, სავარაუდოდ, ქალაქის დიზაინერი იზრუნებს. მისივე განცხადებით, მომავალი წლისთვის მზადება მარტიდან დაიწყება, დაიდგმება რკინის კონსტრუქციები და შეიძენენ განათებას.

"შესყიდვებთან დავებში საკმაოდ დიდი დრო დავკარგეთ. ტენდერი ჩაგვიგდო მომჩივანმა ფირმამ, რომელმაც, სავარაუდოდ, შარშან გააკეთა განათებები და რომელსაც არ მივეცით თანხა, რადგან არაკეთილსინდისიერად მოიქცა. წაიღო ტენდერი მომჩივანმა კომპანიამ და შემდეგ მან ვეღარ მოგვაწოდა მომსახურება. 150 000 ლარამდე იყო გამოყოფილი დაახლოებით საახალწლო განათებაზე. შემდეგ, მოგვეცა პირდაპირი შესყიდვის უფლება და დაახლოებით 100 000 ლარამდე თანხის დახარჯვა მოგვიწია. ამან მოგვცა საშუალება, თანხა სხვა კუთხით გამოგვეყენებინა,"-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

ფოტო:თეკო ჭეიშვილი
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ძლიერი წვიმისა და სეტყვის მიერ მიყენებულ ზარალს ამ დრომდე ითვლიან
12:56 / 14.06.2019
ძლიერი წვიმისა და სეტყვის მიერ მიყენებულ ზარალს ამ დრომდე ითვლიან
ხარაგაულში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
12:24 / 14.06.2019
ხარაგაულში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ქართულ-ამერიკული სკოლა
20:33 / 13.06.2019
ქართულ-ამერიკული სკოლა "პროგრესის" მოსწავლეებმა ქუთაისში
ქართულ-ამერიკული სკოლა
20:33 / 13.06.2019
ქართულ-ამერიკული სკოლა "პროგრესის" მოსწავლეებმა ქუთაისში
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« ივნისი  »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
თბილისი 18 - 32 °C
img
ქუთაისი 20 - 34 °C
img
ბათუმი 21 - 26 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ირაკლი ჯულაყიძის სამეცნიერო ექსპედიცია ინდოეთში
აკ. წერეთლის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბის "თეთნულდის" წევრმა ირაკლი ჯულაყიძემ,
18:10 / 20.05.2019
ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტების აუზის პროექტირებაზე ტენდერი კვლავ გამოცხადდება
ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტების აუზის მშენებლობის პროექტირებაზე
17:36 / 28.05.2019
ვარციხის სკოლის პედაგოგი პროექტის „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“ გამარჯვებულია
ვარციხის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნანა მარღანია პროექტის,
13:35 / 28.05.2019
"საქართველო არასოდეს შეეგუება რუსულ ოკუპაციას" - ქუთაისელი ოფიცრის გზავნილი აშშ-დან
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფილადელფიის მერიისა და აშშ-ში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით,
15:48 / 05.06.2019
ქუთაისის საკრებულოს წევრს ნანა კოსტავას მედიასაშუალებები აღარ გააშუქებენ

ქუთაისში მოქმედი მედიასაშუალებების წარმომადგენლები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ.

20:09 / 30.05.2019