ქუთაისის მერიამ და განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრმა შშმ პირების გადამზადებასა და დასაქმებაზე

ორიენტირებული პროექტი შეაჯამეს. პროექტის სერვისებით ქუთაისში მცხოვრებმა 37-მა შშმ პირმა ისარგებლა. მათ გადამზადებაზე ჯამში 25 000 ლარი დაიხარჯა. ამ ეტაპზე 4 ადამიანი კერძო სექტორში დასაქმდა. ბენეფიციარებმა სასტუმრო საქმის, მზარეულისა და ფრჩხილის მოვლის სპეციალისტის კურსები გაიარეს. დეტალები მოისმინეთ სიუჟეტში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *