საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების

მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ რეგიონებში ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. “სოკარ ჯორჯია გაზის” აბონენტებისათვის ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფი 0.011 თეთრით მცირდება. ამჟამად მოქმედი ტარიფი 56.940 თეთრია. 2019 წლის 1-ლი იანვრიდან, 1 კუბურ მეტრზე ახალი 56.929 თეთრი იქნება. 

“საქორგაზის” აბონენტებისათვის ტარიფი 0.012 თეთრით შემცირდა. ამჟამად მოქმედი ტარიფი 57.011 თეთრია, ხოლო 1-ელი იანვრიდან კი 56.999 თეთრი იქნება.

ახალი ტარიფები 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *